დედების ფონდი

დედების ფონდი 

ორგანიზაციის მიზანი

დედების ფონდი შექმნილია სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ფინანსებით იმკურნალონ. ასევე ფონდი ეხმარება სოციალურად დაუცველ და რთულ ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს საკვებით, მედიკამენტებით, ტანსაცმლით. 
ფონდი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და სხვადასხვა ღონისძიებისა და პროექტის განხორციელებას. 

ფონდის ხელმძღვანელობა 
ფონდს ხელმძღვანელობს დირექტორი. 
(ასევე ფონდის ყავს მოხალისეთა ჯგუფი, რომელთა შემადგენლობა და რაოდენობა  პერიოდულად იცვლება )

ფონდის შემოსავალი, ფინანსური საკითხები

ფონდის შემოსავალს წარმოადგენს შემომწირველების მიერ შემოტანილი თანხები ფონდის ოფიციალურ ანგარიშზე. ფონდს გააჩნია დონაციის საიტი, რაც საშუალებას იძლევა კონკრეტულ ბენეფიციარს ჩაერიცხოს სასურველი თანხა. 
ფონდის ფინანსების გადანაწილების ზოგადი დებულებები: 
1)  კონკრეტულ ბენეფიციართან ჩარიცხული თანხები ხმარდება მხოლოდ ამ ბენეფიციარს.
2) ზოგადად შემოწირული თანხები, რომელიც ფონდის რომელიმე ანგარიშზე ირიცხება იყოფა ბენეფიციარებს შორის თანაბრად. 
3) მობილური ოპერატორის საშუალებით ჩარიცხული თანხა ითვლება თვის ბოლოს მობილური კომპანიის მიერ და ირიცხება ფონდში, რომელიც ასევე ნაწილდება ყველა ბენეფიციარზე გარდა გამნაკლისი შემთხვევისა, როდესაც  ფონდი წინასწარ აკეთებს განცხადებას რომ კონკრეტული რიცხვიდან რიცხვამდე შემოსული ზარებიდან მიღებული თანხა კონკრეტულ ბენეფიციარს მოხმარდება მისი კრიტიკული მდგომარეობის გამო.
4) ფონდში შესულ თანხას გააჩნია თავისი მიზანი, აკრძალულია ფონდის ბენეფიციარისათვის კონკრეტული მიზნის გამო (მაგ: ოპერაცია, მკურნალობა,  თერაპია და ა.შ) მოგროვილი თანხები მოხმარდეს სხვა მიზნებს. როდესაც აღარ არსებობს ის მიზანი, რისთვისაც თანხა მოუგროვდა ბენეფიციარს, (მაგ: ბენეფიციარის გარდაცვალება) ფონდი აღნიშნულ თანხას იტოვებს და განკარგავს თავისი შეხედულებისამებრ. ასეთ შემთხვევაში ბენეფიციარს და მის ნათესავებს არ აქვთ უფლება მოითხოვონ შემოსული თანხების გადარიცხვა პირადი ან სხვა მიზნებისათვის. 

ბენეფიციარის აყვანის წესი, ვადები და ფინანსური ჩარჩოები:
1) ფონდის ადმინისტრაცია პირადი განცხადებისა და სამედიცინო დოკუმენტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე განიხილავს ბენეფიციარის აყვანის საკითხს.
2) ფონდი ბენეფიციარს იყვანს მხოლოდ 7 სამუშაო დღის მანძილზე. ვადა აითვლება ფონდის ადმინისტრაციის მიერ ბენეფიციარის შესახებ განცხადების გაკეთებისა და ოფიციალურ საიტზე განთავსების მომენტიდან.
3) ფონდი იღებს ვალდებულებას 7 სამუშაო დღის განმავლობაში შემოსული თანხების სრულად გადარიცხვის თაობაზე. მიუხედავად იმისა მოგროვდება თუ არა ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანხა.
4) ყოველ ბენეფიციარზე ფინანსურ ზღვარს წარმოადგენს მაქსიმუმ 5000 ლარი.
რაც ნიშნავს: 
4.1) იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი საჭიროებს 5000 ლარზე მეტ თანხას და 7 სამუშაო დღის განმავლობაში არ იქნა შეგროვილი 5000 ლარი, ფონდმა შესაძლოა განაგრძოს თანხის მოგროვება მაქსიმუმ 5000 ლარამდე. 
4.2) იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას ან მისი მოთხოვნილი თანხა რამდენჯერმე აღემატება  5000 ლარს და ამასთანავე რეალურად შეუძლებელია 7 სამუშაო დღის განამავლობაში მოტხოვნილი თანხის მოგროვება, ფონდის ადმინისტრაცია ყოველ ასეთ კონკრეტულ შემთხვევას განიხილავს, იმსჯლებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვებს გამონაკლისს კონკრეტული ბენეფიციარისთვის განაგრძოს თანხის მოგროვება კონკრეტულ შედეგამდე. 

პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

1) ფოდნის ადმინისტარცია პასუხის აგებს ყოველი ბენეფიციარისათვის შემოსული თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე.

2) ფონდის ადმინისტრაცია ვალდებულია გადარიცხოს ბენეფიციარისთვის შემოსული თანხა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში, შესაბამისი კალკულაციისა და დოკუმენტების წარმოდგენის  შემდეგ.  
ფონდის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება ხელზე (ნაღდი ანგარიშწორებით) გასცეს თანხა. გარდა 1000 ლარისა წელიდაწში  ერთხელ, რომელსაც ფონდი გასცემს მისი შეხედულებისამბრ და განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე.
 
3) ფონდი უფლებამოსილია მიაწოდოს ინფორმაცია შემომწირველს ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

4) ფონდის ადმინისტრაცია პასუხს აგებს მხოლოდ იმ ინფორმაციაზე რაც ქვეყნდება ფონდის ოფიციალურ გვერდზე. 

5) ფონდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს   ბენეფიციარის სახელით სხვა უცხო ანგარიშზე შესულ თანხებზე. 

6) ფონდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს   ინფომრაციაზე, რომელიც არ დევს ფონდის ოფიციალურ გვერდზე ან საიტზე და რომელსაც შესაძლოა ავრცელებდნენ ბენეფიციარის ნათესავები, მეგობრები ან სრულიად უცხო ადამიანები.  

ფონდის ადმინისტრაცია ვალდებულებას იხსნის ბენეფიციარის წინაშე  (ბენეფიციარი იხდნება ) როდესაც: 
1) ფონდი თანხას გადარიცხავს სამედიცინო დაწესებულებაში და ამოწურავს თავის რესურსს კონკრეტულ ბენეფიციართან დაკავშირებით.
2)  გამოჩნდება დაფინანსების სხვა საშუალებები და ბენეფიციარი აღარ საჭიროებს ფონდის ფინანსურ დახმარებას.
3) ბენეფიციარის ან მისი ოჯახის მხრიდან დაფიქსირდება არაკეთილსინდისიერი საქციელი.
4) არაკეთილსინდისიერ საქციელად ჩაითვლება: შეურაცყოფა ფონდის ადმინისტრაციის მიმართ, ბრალდებები, მუქარა პირადი ან სატელეფონო ზარით ფონდის ადმინისტრაციის რომელიმე წევრის მიმართ, ფონდის წესების და ხელშეკრულების დარღვევა, ფიქოლოგიური  ზეწოლა,  ფონდის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ა.შ.
5) ფონდის საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტად ჩაითვლება –    5.1)ფონდისგან მალულად ბენეფიციარის პირადი ანგარიშების გავრცელება ფონდის ოფიციალურ გვერდზე, პოსტებისა და კომენტარების სახით. მნიშვნელობა არ აქვს ამას აქკეთებს ახლო ნათესავი თუ სხვა პირი.
5.2) ფონდის წევრებისათვის და შემომწირველებისათვის პირად შეტყობინებაში ან სატელეფონო ზარით, ან პირადად მოთხოვნა, რომ ფონდის ანგარიშის ნაცვლად, თანხა ჩაირიცხოს მის პირად ანგარიშზე, ანდა ქმედება რომელიც ბადებს ეჭვს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით.  
5.3) ცრუ ინფორმაციების გავრცელება ფონდის საქმიანობაზე ანდა ფონდის ადმინისტრაციის რომელიმე წევრზე. 

ზემოაღნიშნული წესები მოქმედებს ყველაზე, გამონაკილისების გარეშე. ფონდის ადმინისტრაცია კატეგორიულად მოითხოვს საზოგადოებისა და ბენეფიციარების მხრიდან წესების დაცვას. 

პატივისცემით დედების ფონდის ადმინისტრაცია

დედების ფონდი

გადაურიცხე თანხა ბენეფიციარს

ყურადღება! მთავარი გვერდიდან შემოსული თანხა ირიცხება ფონდში და ნაწილდება ბენეფიციარებზე თანაბრად, ხოლო კონკრეტული ბენეფიციარის გვერდიდან ჩარიცხული თანხა აისახება ამავე ბენეფიციარის ანგარიშზე.

ბოლო შემოწირულობები

ანონიმური

0.5 Gel


ანონიმური

30 Gel

თანაბრად


ანონიმური

100 Gel


ანონიმური

30 Gel


ანონიმური

3 Gel

ალის❣