გვანცა გოგსაძე

3 თვისაა გვანცა გოგსაძე. 3 თვის წინ რომ მოფარფატდა დედამიწაზე, ახალი სიცოცხლე მოევლინა ქვეყანას. 
❎ 2 კვირის იყო, დედამ შეამჩნია ბავშვს უმოძრაობა და მიიყვანა ექიმთან, ეჭვიც მაშინვე გაჩნდა, გაკეთდა არა ერთი ანალიზი, გაიგზავნა ავსტრიაში და დიაგნოზი დამღუპველი აღმოჩნდა-გენეტიკური კუნთების სპინალური ატროფია.

❎რას ნიშნავს ეს? ბავშვი უმოძრაოა, ჯერ ქვედა კიდურები გაეთიშა ახლა ზედა კიდურები ეთიშება, უმოძრაოდ დარჩება, გადავა პრობლემა სასუნთქ გზებზე და დადგება ფატალური შედეგი... ნელნელა დროის ამბავია და პატარა გვანცა ვეღარ იცოცხლებს.

❎ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია ძვირადღირებული ნემსია, ზურგის ტვინიდან, რომელიც საქართველოში არ კეთდება. ოჯახმა ყველა კაპიკი მოაგროვა, წავიდა საფრანგეთში თუმცა ბავშვს ხელი არ მოკიდეს.

❎ ზის დედა და ცოცხალ შვილს დასტირის... 3 თვის პატარას, რომელიც მუცლით ატარა, გააჩინა, შეიყვარა და უკვე ემშვიდოება... ერთადერთი გამოსავალი სხვა ქვეყანაში გადასვლაა, მაგრამ ყველა კლინიკა ავანსის სახით ფულის ჩარიცხვას ითხოვს, ფულის , რომლიდანაც არცერთი კაპიკი არ გააჩნია დედას, არცერთი, თავის შვილის სიცოცხლისთვის...

როგორ შეიძლება თვალებში ჩავხედოთ ამ პატარას, როგორ შეიძლება არ ვუთხრათ რომ მის გვერდით ცართ, რომ 1 ლარი ავიღოთ და მივცეთ შანსი იცოცხლოს, იცოცხლოს თავის დედიკოსთვის, რომელმაც დარეკვისას , გაწყვეტილი სიტყვებით მესაუბრა ტირილს რომ ვერ იკავებდა... ცოცხალ შვილს რომ ტიროდა ცარიელი ხელებით...

გვანცა გოგსაძე

გადაურიცხე თანხა ბენეფიციარს

ყურადღება! მთავარი გვერდიდან შემოსული თანხა ირიცხება ფონდში და ნაწილდება ბენეფიციარებზე თანაბრად, ხოლო კონკრეტული ბენეფიციარის გვერდიდან ჩარიცხული თანხა აისახება ამავე ბენეფიციარის ანგარიშზე.

ბოლო შემოწირულობები

Asvla - SlotMaster

50 Gel


ანონიმური

25 Gel


ანონიმური

25 Gel


ანონიმური

10 Gel


ანონიმური

5 Gel